" მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში "
2) პროექტის მთავარი იდეა ( (თემა) 1-2 წინადადებით :
მოსწავლეებმა გაიგონ უფრო მეტი ეგვიპტის, იტალიის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ და გააცნობიერონ ძეგლების მნიშვნელობა ქვეყნის იდენტობისთვის
3) პროექტის აქტუალობა:
მოგაზაურობა ხელოვნების სამყაროში“ ამ თემით ეროვნულ სასწავლო გეგმაში რამოდენიმე ქვეყანა არის გაერთიანებული და ყოველ დიდ სასწავლო თავს ასრულებს, (აჯამებს წინა მასალას) წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, მოსწავლეები გაეცნობიან იტალიის, ეგვიპტის და საქართველოს ცნობილ ხელოვნების ნიმუშებს, და გამოიკვლევენ მათ ისტორიებს, ამ ქვეყნების ხელოვნების „ძეგლებსა“ თუ მხატვრულ ნაწარმოებებს.აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს უჭირთ ხელოვნების ნიმუშების აღქმა და ნალიზი ,შესაბამისად უჭირთ მათი დაკავშირება ისტორიულ რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან,სწორედ იგივე თემას (განსხვავებული დატვირთვით) მოსწავლეები მომდევნო კლასებშიც შეისწავლიან, გამომდინარე აქედან მათ მიერ მოძიებული და წარმოდგენილი მასალა მომავალშიც ხელს შეუწყობს ამოიცნონ, გაანალიზონ და შემოქმედებითად გაიაზრონ ხელოვნების ნიმუშები, განასხვავონ სხვასხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ძეგლები, იმსჯელონ მათ შესახებ, განიხილონ სოციალურ, ისტორიულ და რელიგიურ კონტექსტში.
მოსწავლებში ხელოვნების ნაწარმოების დამოუკიდებლად მოძიების, აღქმის, ჯგუფური პრეზენტაციისა და პრაქტიკული უნარების განვითარების ხელშეწყობა , ხელი შევუწყოთ, აგრეთვე განუვითრდეთ მათთვის საინტერესო „ძეგლებზე“ კვლევის, ანალიზის და შეფასების უნარი .
5) მონაწილეთა ასაკი :
12 წელი
6) ვადები/ხანგრძლივობა :
3 კვირა
7) მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლე ამოიცნობს სხვადასხვა ქვეყნის და ეპოქის კულტურული ღირებულების ძეგლს, საქართველოს მუზეუმებში დაცულ ნივთებს, ცნობილ ნიმუშებს, ადარებს სხვა ქვეყნის ნამუშევრებს, ასახელებს რომელ ეპოქას მიეკუთვნებიან ისინი, საუბრობს მათ შინაარსზე და ისტორიულ თუ კულტურულ ღირებულებაზე .
· არგუმენტირებულად საუბრობს მათ მნიშვნელობაზე, ამჟღავნებენ შემოქმედებით უნარ-ჩვევას (ამზადებენ სხვადასხვა ისტორიული ნიმუშების მაკეტებს,ქანდაკებას, დეკორატიულ ნივთებს და სხ)გარდა ამისა, თანამშრომლობს სხვებთან კონკრეტული შემოქმედებითი პრობლემის გადაწყვეტისას. ამჟღავნებს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის უნარს.
8)პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები : კლასგარეშე საკითხავი წიგნები, ინტერნეტ რესურსი , წებო, მაკრატელი , მუყაოს ქაღალდები , ფერადი ქაღლდები, თიხა , პლასტელინი...
9) პროექტის მსვლელობა
სასწავლო პროექტის დაწყებამდე მოსწავლეებს გავაცნობ ძირითდ თემას, ავუხსნი საკვლევი სამუშაოს მნიშვნელობას. მოტივაციის ამაღლების მიზნით ვაჩვენებ მუზეუმებში დაცულ, თავმოყრილ და საგანგებოდ გამოფენილ ექსპონატებს.
მოსწავლეებს დავუსმევ ზოგად შეკითხვებს:რა იცით ზემოთ წარმოდგენილი ქვეყნების შესახებ , რითია თითვეული ქვეყანა ცნობილი, რა გინდათ რომ იცოდეთ მათ შესახებ, რა გაინტერესებთ ? ? რას გაიგებთ ამ ისტორიული სიმდიდრის გაცნობის შემდეგ?
მოსწავლეები გადანაწილდებიან სამ ჯგუფად , მათ დაურიგდებათ ფურცლები დასახელებული ქვეყნებით, (საქართველო , იტალია ეგვიპტე) ისინი საკუთარი სურვილით ირჩევან მათთვის სასურველ ქვეყანას, ჯგუფებად გადანაწილების შემდეგ მოსწავლეები გეგმავენ საკუთარ შესასრულებელ დავალებებს, კერძოდ წინარე ცოდნაზე დაყრდნობით, კონკრეტული ქვეყნებიდან გამომდინარე ქმნიან გეგმას თუ რის შესახებ და რაზე მოუწევთ მათ მუშაობა
I ჯგუფი
ჯგუფი - სხვადასხვა წყაროს გამოყენებთ (წიგნი, ინტერნეტ რესურსი) შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტო მასალას თემაზე - „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში -“იტალია“ ,ხელოვნების რამოდენიმე დარგში ,კერძოდ :
არქიტექტურა: წმინდა პეტრეს ტაძარი,
ქანდაკება მიქელანჯელო, ალბერტო ჯაკომეტი
მხატრობა: რაფაელ სანტი, კარავაჯო_მიქელანჯელო მერეზი, ლეონარდო და ვინჩი
II ჯგუფი
სხვადასხვაწყაროს გამოყენებით ( ინტერნეტი, წიგნი) შეაგროვებს ინფორმაციასა და ფოტომასალას თემაზე - „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში - „ეგვიპტე“ არქიტექტურა: დიდი პირამიდები,აბუ სიმბელის ტაძარი, მხატრობა: ფაიუმის პორტრეტები
ქანდაკება: ფარაონ ხეფრენის ქანდაკება
დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება - ტუტანხამონის აკლდამაში აღმოჩენილი ნივთები _ეგვიპტური სამკაული).
III ჯგუფი__
სხვადასხვა წყაროს გამოყენებით( წიგნი ინტერნეტ რესურსი) შეაგროვებენ ინფორმაციასა და ფოტო მასალას თემაზე - „მოგზაურობა ხელოვნების სამყაროში __ საქართველო “ (არქიტექტურული ძეგლები:ბაგრატის ტაძარი, გელათი, ოშკი , ოთხთა ეკლესია, ხახულის ტაძრი.
ქანდაკება: ქართლის დედა, ვახტანგ გორგასალის ქანდაკება (ე.ამაშუკელი,ბერძენიშვილი)
მხატრობა: ( დ. კაკაბაძე, ე.ახვლედიანი, ნ.ფიროსმანი )
ჭედური ხატები: ხახულის კარედი ღვთისმშობლის ხატი , წილკნის ღვთისმშობლის ხატი, ანჩისხატი....)
თეორიული მასალის დამუშავების შემდეგ ,(მეასმე კვირის დასაწყისის პირველ დღეს ) პროექტის ფარგლებში, აღნიშნული თემის საპასუხოდ, მოსწავლეები ესტუმრებიან ოქროს ფონდსა და ხელოვნების გალერეას და შეეცდებიან თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით ვიზუალურად გააკეთონ სტილისტური ანალიზი მათთვის ცნობილ, იქ დაცულ, მნიშვნელოვან ხელოვნების ნიმუშებზე.
ს.გ.VI.1. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტები და პრინციპები ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.VI.2. მოსწავლეს შეუძლია მიზანმიმართულად აირჩიოს და შემოქმედებითად გამოიყენოს სხვადასხვა მასალა, ტექნიკა და პროცედურა ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.VI.5. მოსწავლეს შეუძლია დაგეგმოს და შეასრულოს სხვადასხვა სახის სამუშაო.
ს.გ.VI.6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
ს.გ.VI.7. მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები და სხვა საგნებში მიღებული ცოდნის საფუძველზე იმსჯელოს მხატვრული ნაწარმოების შესახებ.
ს.გ.VI.10. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა დარგის ნიმუშები ისტორიულ, რელიგიურ და სოციალურ კონტექსტთან.
ს.გ.VI.11. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
ს.გ.VI.12. მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
ს.გ.VI.13. მოსწავლე აცნობიერებს, რა როლს ასრულებს ხელოვნება საზოგადოების ცხოვრებაში.
11) პროექტის ხელმძღვანელი : სოფო ბოქოლიშვილი
12) ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: boqolishvilisophie@gmail.com
13) პროექტის ვებ გვერდი: ბლოგი sopoboqolishvili.blogspot.com
No comments:
Post a Comment